როცა ვფიქრობთ, რომ გვჭირდება კარგი სასკოლო განათლების სისტემა ბუნებრივია, რომ გაგვიჩნდება კითხვები, თუ საიდან დავიწყოთ, რა უნდა გავაკეთოთ სასურველი შედეგის მისაღწევად, გონივრულია, რომ ვისწავლოთ წარმატებული ქვეყნებისგან, რეფორმის პროცესში გამოვიყენოთ მათ მიერ უკვე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება. არ უნდა დავხარჯოთ დრო იმ შეკითხვებზე პასუხების საპოვნელად, რაც უკვე აღმოჩენილია, გამოცდილია პრაქტიკაში, რასაც ვიცით, რომ ნამდვილად მოაქვს შედეგი. ამ სტატიის მიზანია ვნახოთ, თუ რა აქვთ საერთო წარმატებული სასკოლო განათლების სისტემის მქონე ქვეყნებს და რისი სწავლა შეიძლება მათგან.
ეფექტურ სასკოლო სისტემის მქონე ქვეყნებად, რათქმაუნდა, მიიჩნევიან ფინეთი, სინგაპური, კანადა, იაპონია, კორეა, შაინჰაი ეს ქვეყნები ყოველთვის პირველ ადგილებს იკავებენ საერთაშორისო ტესტებში, ასევე ინოვაციების ინდექში.
ვნახოთ რა აქვთ მათ საერთო
1 . სასკოლო სისტემების გარდაქმნა თითქმის ყველაგან დაიწყო მთავრობის გადაწყვეტილებით და გააზრებით, რომ ყველაზე რაციონალური გზა, სადაც შეიძლება ფული დახარჯო ეს არის განათლება. მაგალითად, სინგაპურის მთავრობის დევიზია „თუ გინდა ააყვაო ქვეყანა, გაანათლე ერი“, იაპონიაში სპეციალური კანონით განსაზღვრეს განათლებაზე დასახარჯი თანხის მოცულობა და ასე შემდეგ
2. მეორე, რაც აქვთ საერთო ფინეთს, სინგაპურს, კანადას მათ რეფორმა დააფუძნეს შემდეგ იდეზე: ‘საუკეთესო განათლება და პირობები ყველა ბავშვისთვის“. ეს ნიშნავს, რომ სახლმწიფომ მიზნად დაისახა ყველა მოსწავლეს ჰქონოდა თანაბარი პირობები და ხელმისაწვდომობა საუკეთესო სასკოლო განათლებაზე, მიუხედავათ მათი ოჯახის სოციალური სტატუსისა. აქ ბავშვები სკოლებში ღებულობენ ყველაფერს, რაც მათ აკლიათ სახლში. სკოლები უფრო მეტად ფოკუსირებულნი არიან მოსწავლეთა ზრუნვაზე, ვიდრე აკადემიურ მიღწევებზე. შესაბამისად სახელმწიფო ყველა მოსწავლეს, ამ ქვეყნებში, უზრუნველყოფს უფასო სასწავლო რესურსებით, კვებით, გარკვეული სახის სამედიცინო სერვისითაც კი.
3. მესამე რითაც გამოირჩევიან წარმატებული სასკოლო სისტემის მქონე ქვეყნები ეს არის პედაგოგების მაღალი კვალიფიკაცია, მათი გადამზადების ძლიერი სისტემის არსებობა. ამ ქყვენებში მხოლოდ საუკეთესო კუსრდამთავრებულებს შეუძლიათ განცხადების შეტანა პედაგოგის პროფესიაზე. სწორედ მაღალკვალიფიციური პედაგოგები არიან ამ სისტემების წარმატების უმთავრესი პირობა .
4. კიდევ ერთი საერთო მახასიათებელი არის სწავლების სწორი გააზრება, ის რომ ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია, ყველას სხვადასხვა ტალანტი აქვს და რომ სკოლა უნდა დაეხმაროს მათ იპოვონ ბუნებრივი ნიჭი. შესაბამისად ამ ქვეყნებში სასწავლო გეგმებში სხვადასხვა დისციპლინის საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი.
5. ამ ქვეყნებში საზოგადოების მხრიდან უდიდესი დაფასაბა და ნდობაა პედაგოგების მიმართ, ისინი განიხილებიან, როგორც ერის აღმშენებლები, შესაბამისად ეს პროფესია ძალიან პრესტიჟულია, ზოგადად ამ საზოგადოებებში განათლება ღირებულია.
6. აღნიშნული ქვეყნები გამოირჩევიან პედაგოგთა კოლაბორაციისა და ურთიერთთანამშრომლობის მაღალი დონით.
ვიცოდეთ რა არ აქვთ საერთო, ესეც საინტერესოა რეფორმის სწორად დაგაგმვისას
ცენტრალიზაცია – დეცენტალიზაცია : მაგალითად, ფინეთში სკოლები დეცენტალიზებულია და გადაწყვეტილების მიღება სკოლის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე, სინგაპურში პედაგოგთა შერჩევა, გადამზადება, მართვა და ასე შემდეგ ცენტრალიზებულად ხდება.
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში: ფინეთის სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში 15 დან 25 მდეა. სინგაპურში, შანჰაიში ზოგჯერ 45 მოსწავლეც ზის კლასში.
პედაგოგების ხელფასი: რათქმაუნდა, ყველა ზემოაღნისნულ ქვეყნაში მასწავლებლის ხელფასი საკმაოდ კარგია, თუმცა იგივე ფინეთში, ის სხვა პროფესიების ანაზღაურებას დიდად არ აღემატება.
ტესტები: ფინეთში მრავალპასუხიან ტესტებს არ იყენებენ მოსწავლეთა შეფასებისას, კანადაში გარკველული დოზით ხდება ტესტების გამოყენება.
მოსწავლეთა დატვირთვა: ფინეთში მოსწავლეებს ცოტა საშინაო დავალება აქვთ, სამხრეთ კორეაში ისინი დღის განმავლობაში 16 საათს მეცადინეობენ, თუმცა ამას მათთვის უარყოფითი შედგებიც აქვს: მოსწავლეთა თვითმკვლელობის შემთხვევები ხშირია, რასაც ფსიქოლოგები სწორედ მათ სასკოლო დატვირთვას მაწერენ.
მუხრან გულიაშვილი
სასკოლო კვლევების ცენტრი